დაკვამლიანების გამო, 27 ნომერი ავტობუსი ხაზიდან მოხსნეს

27 ნომერი ავტობუსი დაკვამლიანების გამო ხაზიდან მოხსნეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ განუცხადეს, შემთხვევა დიღმის მასივში, რობაქიძის გამზირზე მოხდა. მათივე ინფორმაციით, დაკვამლიანება ელექტროსადენების გადახურებამ გამოიწვია.

„ავტობუსს ცეცხლი არ გასჩენია, მხოლოდ დაკვამლიანება იყო, რაც მძღოლმა ცეცხლმაქრის გამოყენებით გაანეიტრალა. 27 ნომერი ავტობუსი მოხსნილია ხაზიდან და მის ნაცვლად სათადარიგო ავტობუსი იმუშავებს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა“, - აცხადებენ კომპანიაში.

იხილეთ ვიდეო

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს