რუსული მედიის ინფორმაციით, მაიკ პომპეო სერგეი ლავროვს სოჭში შეხვდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო 14 მაისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შეხვდება. შეხვედრა რუსეთის ქალაქ სოჭში გაიმართება. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც „რია ნოვოსტი“ წერს, პომპეო და ლავროვი ვენესუელაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისსა და ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამაზე იმსჯელებენ. შეეხებიან თუ არა ისინი სხვა ისეთი მნიშვნელობის საკითხებს, როგორიცაა სირიასა და უკრაინაში არსებული ვითარება, ჯერ უცნობია.

შეგახსენებთ, რუსეთი ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს უჭერს მხარს, მაშინ როდესაც ვაშინგტონი ოპოზიციის ლიდერ ხუან გუაიდოს ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარებს.

იხილეთ ვიდეო: მაიკ პომპეო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შეხვდება

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს