გივი მიქანაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელობას შეხვდა

ბათუმში სამუშაო ვიზიტად მყოფი პარლმენტის აპარატის უფროსი, გივი მიქანაძე, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, დავით გაბაიძეს და უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსს, მაია ხაჯიშვილს შეხვდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, მხარეებმა, ერთი წლის წინ გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები შეაჯამეს და სამომავლო, ერთობლივ ღონისძიებებთან დაკავშირებით ისაუბრეს.

გივი მიქანაძემ აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესა და აპარატის უფროსს მადლობა გადაუხადა აქტიური და კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის და მათ დამატებითი აქტივობების განხორციელების თვალსაზრისით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომელთა საკანონმდებლო ორგანოს დეპარტამენტებსა და კომიტეტებში სტაჟირება შესთავაზა.

შეხვედრისას, ასევე, ერთ-ერთ შესაძლო აქტივობად განხილული იქნა პარლამენტის დეპარტამენტის ხელმძღვანელების მივლინება უმაღლეს საბჭოში, საფინანსო ანგარიშგების, შესყიდვებისა და მოქალაქეებთან ურთიერთობის კუთხით, აპარატის თანამშრომლებისთვის ტრენინგების ჩასატარებლად.

მხარეებმა, ასევე, მიმოიხილეს პარლამენტის აპარატში მომზადებული დისტანციური სწავლების პლატფორმაში აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელთა ჩართვის შესაძლებლობა.

უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელობა აღნიშნულ ინიციატივებს მიესალმა. მათ მზაობა გამოთქვეს ხელი შეუწყონ და აქტიურად ითანამშრომლონ აჭარის ა/რ-ში პარლამენტის სტრუქტურული ერთეულების ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებაში, რისი ნათელი მაგალითიცაა უმაღლეს საბჭოსთან აქტიური თანამშრომლობით 6-8 მაისს, ბათუმში გამართული საერთაშორისო სემინარი, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტის აპარატის წარმომადგენელთა მონაწილეობით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა