როენა ხუცურაული დუმილის უფლებას იყენებს

პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით დაკავებული, სასტუმრო „მამიდას“ მფლობელის, როენა ხუცურაულის ადვოკატის, არჩილ დვალიშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა და გამორიცხულია მას პროსტიტუციისთვის ადგილი ვინმესთვის გადაეცა. ამის შესახებ დვალიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე განცხადებით, როენა ხუცურაული დუმილის უფლებას იყენებს.

"ბრალი წაყენებული აქვს 254-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის. ბუნებრივია, თავს არ ცნობს დამნაშავედ. უდანაშაულოა! მისი პოზიცია, რომ იყენებს დუმილის უფლებას. რაც შეეხება გაჟღერებულ ინფორმაციას, რომ პროსტიტუციისთვის გადასცემდა ადგილს, ეს გამორიცხულია იქედან გამომდინარე, რომ მას საკუთრებაში გააჩნდა უძრავი ქონება თავის ტერიტორიაზე სასტუმროს სახით. ეს მისი კონსტიტუციური უფლებაა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თუ რა სამართლებრივ დატვირთვას მისცემდა, იჯარით გადასცემდა თუ იპოთეკით დატვირთავდა. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მეტის თქმა არ შემიძლია. ბრალი წაყენებული აქვს და, სავარაუდოდ, 48 საათში იქნება სასამართლო პროცესი", - განაცხადა დვალიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: სასტუმრო "მამიდას" მფლობელი როენა ხუცურაული დროებითი მოთავსების იზოლატორშია და დუმილის უფლებას იყენებს - რას ამბობს ადვოკატი?

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა