“ნაციონალური მოძრაობა“ გიორგი ქობულიას პარლამენტში  ფრაქციის ფორმატში იწვევს

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილ მინისტრს გიორგი ქობულიას პარლამენტში, ფრაქციის ფორმატში იწვევს.

როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მისასალმებელია, ქობულიას გაბედულება და ჯანსაღი პოზიცია, გადადგომის შემდეგ პარლამენტს ანგარიში ჩააბაროს.

“ვინაიდან დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ეკონომიკის ყოფილ მინისტრს მოსმენაზე ფაქტობრივად უარი უთხრა, მას საპარლამენტო ტრიბუნას ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა“ სთავაზობს. ფრაქციის ეგიდით გამართულ მოსმენაზე ყველა დეპუტატს, ასევე სხვა დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა, დაესწროს ამ შეხვედრას. ის, რომ ყოფილ მინისტრს არ აძლევენ უფლებას იმ ადამიანთა წინაშე წარდგეს, რომლებიც სულ რამდენიმე დღის წინ მისი მხარდამჭერები იყვნენ, არაგონივრულია. ამით სურთ, არ გახდეს საჯარო ის ნამდვილი მიზეზები, თუ რატომ მოუწია ბატონ ქობულიას დაკავებული თანამდებობის დატოვება“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ რომან გოცირიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს