შსს 9 მაისს დაგეგმილ აქციებზე - პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად ყველა იმ პირის მიმართ, რომლის ქმედებაც გასცდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და კანონის მოთხოვნებს

9 მაისს თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად ყველა იმ პირის მიმართ, რომლის ქმედებაც გასცდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და კანონის მოთხოვნებს.

„9 მაისს თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს მართლწესრიგის დაცვას შეკრების ადგილებზე. ამასთან, პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად ყველა იმ პირის მიმართ, რომლის ქმედებაც გასცდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და კანონის მოთხოვნებს. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოს კანონის - „თავისუფლების ქარტია“-ს თანახმად, აკრძალულია კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი და პროპაგანდის საშუალებების გამოყენება. შესაბამისად, მოვუწოდებთ ყველას, იმოქმედონ კანონის მოთხოვნათა დაცვით, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია განახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ქმედებებს“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა