პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით დაკავებული სასტუმრო „მამიდას“ მოიჯარე ზინაიდა ქორიძე დუმილის უფლებას იყენებს

პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით დაკავებული, სასტუმრო „მამიდას“ მოიჯარის ზინაიდა ქორიძის ადვოკატის, მუხრან ღურწკაიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს და თავს წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ არ სცნობს.

როგორც ღურწკაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის საქმის მასალები ჯერჯერობით არ გადაუციათ.

"რა თქმა უნდა, დაკავების დროს შევხვდი. დიდი საუბარი არ გვქონია, ვინაიდან მარტო შეხვედრის შესაძლებლობა იქ არ იყო, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში ვიყავით. ის წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ არ სცნობს. წარდგენილი აქვს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემას, რასაც მისი განმარტებით, ამ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ის ამ მომენტისთვის იყენებს დუმილის უფლებას, რაც ნიშნავს იმას, რომ თავს დამნაშავედ არ სცნობს მის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში. რაც შეეხება საქმის მასალებს, ჯერ არ გადმოგვცემია. რომ გადმოგვეცემა, გავეცნობით და ამის შემდეგ შეიძლება გავაკეთოთ კომენტარი", - განაცხადა მუხრან ღურწკაიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა