მთავრობამ, საპატრიარქომ და ფონდმა „ივერიისა“ ერთობლივი მემორანდუმი გააფორმეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მემორანდუმის მიზანია, მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძრის მიმდებარედ, თანამედროვე და უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ-მუზეუმის მშენებლობისა და განვითარების მიზნით მხარეთა თანამშრომლობა.
ამასთან, მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძრის მიმდებარედ, თანამედროვე და უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ-მუზეუმი აშენდება.
მათივე ცნობით, მუზეუმში განთავსებული საეკლესიო საგანძურის დაცვასა და მოვლა-პატრონობას მთავრობა უზრუნველყოფს.
ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობა დასრულებულია, მისი ამოქმედებით სრულდება ღვთისმშობლის სავანის კომპლექსის მშენებლობის პირველი ეტაპი.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შემდეგი ეტაპია მონასტრისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე საგანმანათლებლო ცენტრ-მუზეუმის მშენებლობა, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო, ეკლესია და საზოგადოება ერთობლივად განახორციელებს. სწორედ ამას გულისხმობს მემორანდუმი, რომელსაც დღეს ხელი საპატრიარქოში მოეწერა.
იხილეთ ვიდეო: მთავრობამ, საპატრიარქომ და ფონდმა "ივერიისა" ერთობლივი მემორანდუმი გააფორმეს