19 მაისის არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენების ტექსტები დამტკიცდა

ცენტრალურმა და საოლქო საარჩევნო კომისიებმა 19 მაისს გასამართი ყველა სახის არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენების ტექსტები დაამტკიცეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან აცნობეს, განსხვავებული სახის ბიულეტენები შესაბამისი ტექსტით და განსხვავებული შევსების წესით ცესკომ მხოლოდ იმ საარჩევნო უბნებისთვის დაამტკიცა, სადაც ხმის ელექტრონული დათვლის საპილოტე პროექტი განხორციელდება. მათივე ინფორმაციით, ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი მიმდინარე კვირაში დაიწყება, რომელსაც ცესკოს წევრები და დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები დააკვირდებიან (ბიულეტენების ბეჭდვის პროცესზე დამკვირვებლები ცესკომ დღეს გამართულ სხდომაზე დანიშნა). ბიულეტენები 410 საარჩევნო უბნისთვის იბეჭდება.

შეგახსენებთ, რომ 19 მაისს გასამართი ყველა სახის არჩევნებისთვის კანდიდატების რეგისტრაციიდან მოხსნის ბოლო ვადა 7 მაისს 18:00 სთ-ზე ამოიწურა.

2019 წლის 19 მაისს საქართველოს პარლამენტის (#1 მაჟორიტარული ოლქი - მთაწმინდა) და საკრებულოს შუალედური არჩევნები (საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები), ასევე მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნები (მარნეულის, ზესტაფონის, ჭიათურის, ზუგდიდისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნები) იმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა