მომეტებული საფრთხის შემცველი საწარმოო ობიექტების სამთო მაშველი სტრუქტურების მომსახურების გაუმჯობესების პოლიტიკის საკითხებზე საკომიტეტო  მოსმენა გაიმართა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში მიწისქვეშა, მოქმედი და მშენებარე მომეტებული საფრთხის შემცველი საწარმოო ობიექტების სამთო მაშველი სტრუქტურების მომსახურების გაუმჯობესების პოლიტიკის საკითხებზე საკომიტეტო მოსმენა გაიმართა, სადაც კანონმდებლებმა და სპეციალისტებმა იმსჯელეს.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, რევაზ არველაძემ სხდომის გახსნისას აღნიშნა, კარიერის სამთო გვირაბების, ჭაბურღილების სატრანსპორტო და ჰიდროსადგურების გვირაბების და მათ მშენებლობის, ასევე სამთომაშველი სამსახურების მშენებლობა მათი ტექნიკური რეგლამენტების უსაფრთხოების წესებში გათვალისწინებული არ არის.

„მიწისქვეშა სამუშაოები დაკავშირებულია ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშ გარემოებებთან, ესენია აფეთქებები,გვირაბის გაყვანის სამუშაოების დროს გვირაბის ჩამოქცევა, მავნე და შხამიანი პროდუქტების გამონაბოლქვი, ზვავსაშიშროება, მეწყერსაშიში და სხვა გარემოებები. ამავე დროს აღსანიშნავია, რომ დღევანდელი კანონმდებლობით სამთომაშველი ნაწილების მომსახურების ვალდებულება შეეხება მხოლოდ შახტებისა და მაღაროების მიწისქვეშა გვირაბებს, ბუნებრივ გამოქვაბულებსა და მღვიმეებს, ასევე ამ საქმიანობასთან დაკავშირებულ საამფეთქებლო სამუშაოებს. რაც შეეხება კარიერის სამთო გვირაბებს, ჭაბურღილებს სატრანსპორტო და ჰიდროსადგურების გვირაბებს და მათ მშენებლობას, სამთომაშველი სამსახურების მშენებლობა მათი მომსახურების ვალდებულება არ არის გათვალისწინებული მათი ტექნიკური რეგლამენტების უსაფრთხოების წესებში“, - განაცხადა არველაძემ.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ საჭირო გახდა ამ საკითხებზე დეტალური მსჯელობა და სპაციალისტებთან ერთად გამოსავალის მოძებნა.

სხდომაზე მოწვეული იყვნენ ტექნიკური უნივერსიტეტის, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ზედამხედველობის დეპარტამენტის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს, ჰესებისა და სხვადასხვა საწარმოთა წარმომადგენლები, რომლებმაც ვრცლად და დეტალურად იმსჯელეს არსებულ სიტუაციაზე.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ყველა მონაწილე მხარე შეთანხმდა, რომ საკითხი არის კომპლექსური და შესაბამის მოდგომას საჭიროებს მისი გადაწყვეტა, რამდენადაც დღესაც გამოწვევად რჩება შრომის უსაფრთხოების საკითხები.

მათივე ინფორმაციით, სხდომის დასასრულს, შეთანხმდნენ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელობით შეიქმნას კომისია, სხვადასხვა უწყებების მონაწილეობით, სპეციალისტების ფართო შემადგენლობით, რომელიც შეისწავლის ზემოაღნიშნულ პრობლემებს და მდგომარეობის გამოსწორების მიზნით გასცემს რეკომენდაციებს. ასევე, იმუშავებს შესაბამისი დოკუმენტის შექმნაზე, რომელიც დაარეგულირებს აღნიშნულ საკითხებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა