კონკურსზე „გახდი ბესტსელერის ავტორი 2019“ ხმის მიცემა დაიწყო

სახალხო და მასშტაბურ კონკურსზე „გახდი ბესტსელერის ავტორი 2019“ ხმის მიცემა დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კონკურსის ორგანიზატორებმა აცნობეს, ნაწარმოებების მიღების პროცესი, რომელიც 1 აპრილიდან მიმდინარეობდა, შეწყდა. მათივე ინფორმაციით, ახლა უკვე მკი­თხველს ეძ­ლე­ვა შესაძლებლობა, გა­ეც­ნოს პირველ ეტაპზე გასულ, გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ სარედაქციო ჯგუფის მიერ შერჩეულ ნაშრომებს და უგულ­შემატ­კივ­როს სა­კუ­თარ რჩე­ულს.

კონკურსანტთა ნაშრომების ნახვა და ხმის მიცემა შესაძლებელია „პალიტრა L-ის“ ლიტერატურული კონკურსის ვებგვერდზე: https://www.palitral.ge/konkursi.html

ვებგვერდზე ხმის მიცემა ორივე ტურში ხორციელდება მობილური ტელეფონის ნომრის მეშვეობით.

ხმის მისაცემად მომხმარებელმა შესაბამის ველში უნდა შეიყვანოს თავისი ტელეფონის ნომერი და დააჭიროს ღილაკს - “SMS კოდის მიღება”. ამის შემდეგ მომხმარებელი მიიღებს SMS კოდს, რომელსაც ხმის მიცემისთვის ჩაწერს ველში - „SMS კოდი“.

ტელეფონის ერთი ნომრიდან შესაძლებელია ერთ ნაწარმოებს მისცეთ ხმა მხოლოდ ერთხელ, კონკურსის თითოეულ ტურში.

ხმის მიცემის პროცედურა უფასოა.

I ტურის შედეგად, გამოვლინდება მაქსიმუმ 20 კონკურსანტი, რომელთაგან 10, მიღებული ხმების რაოდენობით, მკითხველის რჩეული გახდება, 10-ს კი კონკურსის ჟიური გამოავლენს.

ხმის მიცემა შესაძლებელია 7 ივნისის ჩათვლით.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო