ნინო ბურჯანაძე კორეის რესპუბლიკის საქმეთა რწმუნებულს კიმ სე ვუნგს შეხვდა

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს კიმ სე ვუნგს „დემოკრატიული მოძრაობის“ ოფისში შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“„დემოკრატიული მოძრაობიდან” აცნობეს, ნინო ბურჯანაძემ კიმ სე ვუნგს ოფისში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა. მათივე ინფორმაციით, კიმ სე ვუნგმა საუბრის დასაწყისში გაიხსენა პარლამენტის თავმჯდომარის რანგში ნინო ბურჯანაძის ვიზიტი კორეაში და ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ სწორედ ნინო ბურჯანაძის ვიზიტის დროს საფუძველი ჩაეყარა ქართული ეკონომიკის განვითარებისათვის საკმაოდ კარგ იდეებს, რომელიც კორეის რესპუბლიკასთან ერთად უნდა განხორციელებულიყო, რაც ვერ მოხერხდა და რამაც გარკვეუწილად შეაფერხა ორი ქვეყნის თანამშრომლობა.

როგორც ნინო ბურჯანაძე აცხადებს, კიმ სე ვუნგთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებს.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს პარტიის სამომავლო გეგმები გააცნო.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ინფორმაციით, ნინო ბურჯანაძემ კიმ სე ვუნგს განუმარტა თუ რამდენად მნიშვნელოვანია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სამართლიანად და დემოკრატიულად ჩატარდეს. მათივე ცნობით, თავის მხრივ, კორეის რწმუნებულმა აღნიშნა, რომ ის ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმიდინარე პოლიტიკურ მოვლენებს და განაცხადა, რომ მიესალმება ყველა იმ პროცესს, რაც საქართველოში პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ წინსვლას და ქვეყნის წარმატებას ხელს შეუწყობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო