რუსეთმა ორი შვედი დიპლომატი გააძევა

რუსეთმა შვედეთის ორი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიღო. ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

„რუსეთმა სთხოვა ორ შვედ დიპლომატს ქვეაყანა დაეტოვებინა“ - განაცხადა შვედეთის საგარეო უწყების პრესმდივანმა და აღნიშნა, რომ სტოკჰოლმი ამასთან დაკავშირებით, მოსკოვის გადაწყვეტილების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატების გაძევება იმის საპასუხოდ გადაწყვიტა, რომ შვედეთმა რუსეთის საელჩოს რამდენიმე ახალ თანამშრომელს დიპლომატიურ ვიზაზე უარი უთხრა.

აღსანიშანვია, რომ მარტში რუსმა დიპლომატმა ევგენი უმერენკომ მეუღლესთან ერთად, შვედეთი მას შემდეგ დატოვა, რაც ის შვედი კომპიუტერის სპეციალისტის გადაბირების მცდელობაში ამხილეს. ამის შემდეგ, რუსეთმა ქვეყანაში ახალი დიპლომატების განთავსების შესახებ განაცხადა, მაგრამ შვედეთმა რუსეთს ახალი დიპლომატიური ვიზების გაცემაზე უარი უთხრა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა