რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული ინტერრელიგიური სათათბიროს მორიგი სხდომა გაიმართა

დღეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული ინტერრელიგიური სათათბიროს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას ესწრებოდნენ: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, კათოლიკური ეკლესიის, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის, ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის, ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის, სახარების ქრისტიან ბაპტისტთა ეკლესიების კავშირის, სახარების რწმენის ეკლესიის და თბილისის საერთაშორიშო ბაპტისტური ეკლესიის წარმომადგენლები.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნოებს, შეხვედრაში, ასევე, თეოლოგი მეცნიერები თეიმურაზ ბუაძე, გიორგი გვასალია და ზაზა შათირიშვილი მონაწილეობდნენ.

მათივე ინფორმაციით, ინტერ-რელიგიური სათათბიროს წევრებს, ვენაში 2018 წ. 24-25 ნოემბერს ჩატარებული „განათლება - ვისი პასუხისმგებლობაა? - ისტორიული, სამართლებრივი და მსოფლმხედველობრივი ასპექტების“ საერთაშორისო სიმპოზიუმის მონაწილე ქართველმა მეცნიერებმა სიმპოზიუმის მასალები და ერთხმად მიღებული დეკლარაცია გააცნეს. სხდომის წევრებმა ხაზგასმით აღნიშნეს კონფერენციაზე დაყენებული საკითხების აქტუალობა და მნიშვნელობა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა