მალხაზ მაჩალიკაშვილის მეუღლე - ჩემს მეუღლეს პოლიციის თანამშრომელი ეუბნებოდა, „მე ხომ მოგეცი იმ სპეცრაზმელის სახელი და გვარი, წადი და შენი შვილის გამო შური იძიეო“

ჩემს მეუღლეს პოლიციის თანამშრომელი ეუბნებოდა, „თუ კაცი ხარ, პარლამენტთან რატომ დგახარ, შური იძიე, მე ხომ მოგეცი იმ სპეცრაზმელის სახელი და გვარი, წადი და შენი შვილის გამო შური იძიეო“, - ამის შესახებ პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ, მედიკო მარგოშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც მარგოშვილმა აღნიშნა, მალხაზ მაჩალიკაშვილს შურისძიებისკენ ქისტების ნაწილიც მოუწოდებდა.

„ჩემს მეუღლეს არანაირი დანაშაული არ აქვს ჩადენილი. წელიწადნახევარია პარლამენტის წინ ათენებს და აღამებს, იმ ქარბუქში, წვიმაში, იცით რა მდგომარეობაში. თუ ამის ჩამდენი იყო, იმას ჰქონდა შესაძლებლობაც, მოსახლეობის ნაწილის... ვიცით ქისტების შურისძიება - მანდ ნუ დგახარ პარლამენტის წინ, შენი შვილისთვის შური იძიეო. ქისტები ეუბნებოდნენ და პოლიციის თანამშრომელიც - „თუ კაცი ხარ პარლამენტთან რატომ დგახარ შური იძიე, მე ხომ მოგეცი იმ სპეცრაზმელის სახელი და გვარი, წამოდი და შენი შვილის გამო შური იძიეო“. პირდაპირ ასე უთხრა, მაგრამ ჩემს მეუღლეს არ უნდოდა გამხდარიყო მკვლელი, როგორც ეს ხელისუფლებაა. ჩემს მეუღლეს უნდოდა სამართლიანად, კანონის ფარგლებში დაესაჯა თავისი შვილის მკვლელები“, - განაცხადა მარგოშვილმა.

მისივე თქმით, პანკისის ხეობაში, უშუალოდ მისი შვილის დაჭრის მომენტში სუს-ის მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი არ იმყოფებოდა. მარგოშვილის თქმით, გოგაშვილი ხეობაში მოგვიანებით ჩავიდა.

„ერთ კითხვას დავუსვამდი სოსო გოგაშვილს, ჩემს ადგილას წარმოიდგინოს თავი, შუაღამისას რომ მოგიცვივდნენ სახლში და ერთადერთი ვაჟიშვილი ჩაგიცხრილონ, შენ რას გააკეთებდი სოსო გოგაშვილო? იმიტომ ვეუბნები, რომ კაცია. ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, ეგ აქ არის ნამყოფი თუ ხეობაში, დამგეგმავი რომ ეგ არის, ხელმძღვანელი რომ ეგ იყო, ყველამ ვიცით. დამგეგმავია გოგაშვილი, მაგან დაგეგმა ეს სპეცოპერაცია. გოგაშვილი ჩემი შვილის მკვლელობის დროს, ვიცი, არ იყო ხეობაში. გოგაშვილი იყო სადღაც 10 საათისთვის... მეზობლის კარიდან რომ გამოვვარდი, ჩემი შვილის ნახვას ვითხოვდი, მაშინ თითის დაქნევით... ზუსტად გოგაშვილია, ვიცანი, „კურტკაც“ მახსოვს რა ფერის „კურტკა“ ეცვა, ზუსტი აღნაგობაც“, - განაცხადა მედიკო მარგოშვილმა.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა