აშშ-ს ყოფილი ელჩი ნატოში - სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ მაკრონმა მკაცრად მოსთხოვა რუსეთს 2008 წლის  ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების  შესრულება

სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ მაკრონმა მკაცრად მოსთხოვა რუსეთს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება,- ამის შესახებ ამერიკის ყოფილმა ელჩმა ნატოში, მაკკეინის „საერთაშორისო ლიდერობის ინსტიტუტის“ დირექტორმა კურტ ვოლკერმა, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ინიციატივით ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტში გამართულ პანელური დისკუსიის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს ევროპაში არის მდგომარეობა, როდესაც დასავლეთ ევროპამ დაკარგა მოთმინება რუსეთთან მიმართებაში.

„მე ვფიქრობ რომ ევროპაში არის მდგომარეობა, როდესაც დასავლეთ ევროპამ დაკარგა მოთმინება რუსეთთან მიმართებაში, მათ სცადეს მოლაპარაკებები ოფიციალურ მოსკოვთან, თუმცა, მიზანს ვერასოდეს მიაღწიეს, რადგან კრემლი ყოველთვის ისე იქცევა, რაც თანამშრომლობას შეუძლებელს ხდის. ამ თემაზე საუბრისას მინდა ასევე შევაფასო სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა პრეზიდენტ მაკრონთან, რომელიც შედეგიანი აღმოჩნდა. შეხვედრის შემდეგ მაკრონმა მკაცრად მოსთხოვა რუსეთს 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება“,- განაცხადა კურტ ვოლკერმა.

კურტ ვოლკერის განცხადებას ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა