კურტ ვოლკერი - ქართული ლარის მდგომარეობაზე მნიშვნელოვან გავლენას რეგიონის ქვეყნებში ვალუტების გაუფასურება და რყევები ახდენს

ქართული ლარის მდგომარეობაზე მნიშვნელოვან გავლენას რეგიონის ქვეყნებში ვალუტების გაუფასურება და რყევები ახდენს, - ამის შესახებ ამერიკის ყოფილმა ელჩმა ნატოში, მაკკეინის „საერთაშორისო ლიდერობის ინსტიტუტის“ დირექტორმა, კურტ ვოლკერმა, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ინიციატივით ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტში გამართულ პანელური დისკუსიის დროს განაცხადა.

მისი თქმით, „ნატოში წარმატებული ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა“.

„თქვენი ქვეყნის ეროვნულ ვალუტაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს რეგიონის ქვეყნების ვალუტების გაუფასურება და მუდმივი რყევები. მაგალითად, თურქული ლირის გაუფასეურებას შეუძლებელია გავლენა არ ჰქონდეს ქართულ ლარზე“,- განაცხადა კურტ ვოლკერმა.

კურტ ვოლკერის განცხადებას ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი ავრცელებს.

თამარ ჩუგოშვილი - მე მგონი, ადამიანი არ დადის, ვისაც სჯერა, რომ უცებ მოხდა ამბოხი უმრავლესობაში - თვალში ნაცარი არავის უნდა შევაყაროთ
ქართული პრესის მიმოხილვა 13.12.2019
ვახტანგ ძაბირაძე  -  თუ სახელმწიფოს მართვის სისტემის შეცვლა გინდა, იმ გზას კი არ უნდა გადიოდე, რომელიც შენმა წინამორბედმა გაიარა
ქართული USB კაბელი ტენე, მალე მეორადი ნარჩენებისგან დამზადდება
მედიკამენტებით უზრუნველყოფის გაუმჯობესების პროგრამის ფარგლებში PSP თურქეთის წამყვანი ფარმაცევტული კომპანიის „აბდი იბრაჰიმის“ ხელმძღვანელობას შეხვდა
ახალი წლიდან სილქნეტის ოპტიკურ ქსელში სატელევიზიო პაკეტები იცვლება
„ავერსში“ ლარის კურსის გამყარებასთან დაკავშირებით მედიკამენტებზე ფასების გაიაფება დაიწყო
2021 წლიდან, ყულევში თანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამისი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა იგეგმება