მალხაზ მაჩალიკაშვილი ხვალ სუს-ში გამოკითხვაზე არ მივა

მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე ხვალ არ მივა. როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ხვალ დასვენების დღეა, ხოლო 10 მაისს მის ადვოკატს მარიამ კუბლაშვილს სასამართლო პროცესი აქვს ჩანიშნული.

მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში მისვლის კონკრეტულ დროს ვერ ასახელებს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ უწყებაში მას შემდეგ გამოცხადდეს, როდესაც მარიამ კუბლაშვილი სასამართლო პროცესს დაასრულებს.

„ხვალ არის დასვენების დღე და შემიძლია გადაჭრით გითხრათ, რომ ხვალ არ მივალ სუს-ში. ზეგ ჩემს ადვოკატს, მარიამ კუბლაშვილს აქვს სასამართლო პროცესი ხოლო მეორე ადვოკატს ქეთევან ჩუთლაშვილს არ სცალია. მაგრამ თუ მარიამ კუბლაშვილის სასამართლო პროცესი დროულად დასრულდება, აუცილებლად გამოვცხადდები გამოკითხვაზე“, - აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა