ქეთევან ციხელაშვილი - ირაკლი კვარაცხელიას საქმეზე გამოძიება კომპლექსური ექპერტიზის დასკვნას ელოდება

შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ოკუპირებულ გალის რაიონში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას საქმეზე გამოძიება კომპლექსური ექპერტიზის დასკვნას ელოდება, რათა გარკვეული ფაქტები ადვილად დასადგენი იყოს. ამის შესახებ მინისტრმა ზუგდიდში განაცხადა. მისივე თქმით, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ იმ ძალამ, ვინც დააკავა ირაკლი კვარაცხელია, ყველა, გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი მასალა წარმოადგინოს.

„ჩემი პოზიცია ცალსახაა, რომ გამოძიება წარიმართოს რაც შეიძლება სწრაფად და მასშტაბურად. თქვენ გესმით, რომ გამოძიება იმ პირობებში, როდესაც ირაკლი კვარაცხელია გარდაიცვალა ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო დაკავების პერიოდში, რუსულ სამხედრო ბაზაზე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კომპლექსური ექპერტიზის დასკვნა. რომელსაც ველოდებით, ელოდება, პირველ რიგში, გამოძიება, იმისთვის, რომ გარკვეული ფაქტები გახდეს ადვილად დასადგენი. ინციდეტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში დაიგეგმა მსგავსი შეხვედრა, სადაც იყო საუბარი დამატებითი მასალების გაცვლის შესაძლებლობაზე. ქართული მხარისთვის არის პრინიპულად მნიშვნელოვანი, რომ იმ ძალამ, ვინც დააკავა ირაკლი კვარაცხელია და ვინც ახორციელებს ეკონტროლს ტერიტორიაზე, ყველა მასალა წარმოადგინოს, რაც იქნება გამოძიებისთვის არსებითი. აქეთ არის მიმართული მთელი სამართლებრივი და პოლიტიკური ძალისხმევა. ველოდებით გამოძიებას, რომ შემდგომი ნაბიჯები გადაიდგას“, - განაცხადა მინისტრმა.

28 წლის ირაკლი კვარაცხელია ოკუპირებულ აფხაზეთში 11 მარტს, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ვერსიით, საქართველოს მოქალაქემ თავი მოიკლა. ამ ვერსიის არ სჯერათ გარდაცვლილის ახლობლებს და ამბობენ, რომ მას სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა. ქვეყნის ოფიციალურ უწყებებში კი აცხადებენ, რომ გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენა მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნა იქნება ცნობილი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა