მალხაზ მაჩალიკაშვილი - სუს-მა დიდი შეცდომა დაუშვა

ბოლო ორი დღეა საზოგადოების მხრიდან ვგრძნობ ძალიან დიდ თანადგომას და ეს განაპირობა იმ ძალიან დიდმა შეცდომამ, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაუშვა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტის შენობის წინ განუცხადა.

მალხაზ მაჩალიკაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ბრალდებას რომელიც მას სუსი უყენებს, აბსურდულია და მიზნად ისახავს, მის წინააღმდეგ საზოგადოების მხრიდან აგრესიის გაღვივებასა და დისკრედიტაციას.

მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, ამ გზით ხელისუფლება ცდილობს შეაჩეროს ის პროტესტი, რომელიც უკვე ერთი წელია უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. მისი თქმით, ეს ჩანაფიქრი ხელისუფლებას არ გამოუვა, რადგან მოვლენათა ნებისმიერი სცენარით განვითარების შემთხვევაში, პროტესტს სხვა ადამიანები გააგრძელებენ, რათა დაისაჯონ თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელები.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა ჩემთან მიმართებაში. ეს არ ყოფილა პირველი შეცდომა და ისინი შეცდომას ყოველთვის შეცდომას უმატებდნენ. თუმცა მას შემდეგ, რაც სუს-ში ბრიფინგი გაიმართდა და კიდევ დამადანაშაულეს და ხალხმა ნახა ის პროცესი, რომელიც განვითარდა. გაიზარდა ხალხის მხრიდან თანაგრძნობა და ამას ბოლო ორი დღეა ვგრძნობ. აქ მოდიან ადამიანები, მწერენ ტელეფონზე და მირეკავენ“, - აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს