ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემიით  ნაციონალიზმისა და კონფლიქტის ინსტიტუტის თავმჯდომარე ნინი კალანდარიშვილი დაჯილდოვდა

ზუგდიდში, მოსწავლე-ახალგაზრობის სასახლეში ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემიით დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. პრემია ნაციონალიზმისა და კონფლიქტის ინსტიტუტის თავმჯდომარეს ნინი კალანდარიშვილს გადაეცა. კალანდარიშვილი სპეციალურმა ჟიურიმ შვიდ მონაწილეს შორის გამოავლინა. ცერემონიას სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი ესწრებოდა, რომელმაც გამარჯვებულს სიმბოლური საჩუქარი ნატვრის ხე გადასცა.

მან თითოეულ მონაწილეს მადლობა გადაუხადა მშვიდობის საქმეში გაწეული ღვაწლითვის.

„ამ დარბაზში მყოფი ადამიანების ნაწილს, ისევე როგორც სამასი ათას ჩვენს მოქალაქეს საკუთარ სახლებში დაბრუნების შესახლებლობა არ ეძლევა. ეს ტკივილი აქ იგრძნობა, მაგრამ აქ, ზუგდიდში არის იმედი, იმიტომ, რომ ის ნაბიჯები, რომელიც ჩვენ საქართველოს მშვიდობიანად გაერთიანებისთვის უნდა გადავდგათ, აქედან უნდა დავიწყოთ. დღეს მე მოსახლეობასაც შევხვდი, მათ ვესაუბრე სამშვიდობო პოლიტიკაზე, რომელიც მიმართულია ხალხის დახმარებაზე, შერიგებასა და ნდობის აღდგენაზე. მე იმედი მაქვს, რომ ქალებიც, კაცებიც და ის ახალგაზრდებიც, რომლებიც ჩაბმული არიან მშვიდობის მშენებლობის პროცესში, აუცილებლად შეიტანენ წვლილს, რომ ჩვენ დავამარცხოთ ეს მახინჯი მავთულხლართები, რომელიც დღეს საქართველოს ტერიტორიას ყოფს“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემია არის პირველი ჯილდო საქართველოში მშვიდობის დარგში, რომელიც ზუგდიდში დაიდებს ბინას და ყოველწლიურად გადაეცემა მშვიდობის აქტივისტს. მისი დაარსების იდეა საინიციატივო ჯგუფის „ნდობა მშვიდობისთვის“ ერთ-ერთ წევრს სალომე ადამიას ეკუთვნის. ღონისძიების მიზანია მშვიდობის მშენებლობისა და განმტკიცების პროცესში ჩართული აქტივისტების ღვაწლის დაფასება, საზოგადოებაში სამშვიდობო ხედვების აქტუალიზება და ნდობის მშენებლობის საქმეში ახალგაზრდების წახალისება.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს