ანონსი 9 მაისი

9 მაისს, 09:00 საათზე, სასტუმრო „რუმსში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროში უმაღლესი დონის საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლებს. საგაზაფხულო კონფერენციას საქართველოს პრემიერ მინისტრი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი გახსნიან. საგაზაფხულო კონფერენციაში საქართველოს 100-მდე მაღალი რანგის დელეგატი სტუმრობს.

მის.: კოსტავას #14,

საკონტაქტო: მარიამ ხურციძე 555 711 228

9 მაისს, 09:30 საათზე, ევროპული საქართველოს ლიდერები ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავს პატივს მიაგებენ. საკონტაქტო ინფორმაცია: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08;

მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

9 მაისს, 10:30 საათზე, სასტუმრო Holiday Inn-ში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საზოგადოება და ბანკები“ ეკონომიკური დებატების პროექტის ფინალს გამართავს.

მის: 26 მაისის მოედანი N1, საკონტაქტო პირი - თათია დიასამიძე - ტელ:579132033

9 მაისს, 11:00 საათზე, ფაშიზმზე გამარჯვების 74 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პარლამენტის წევრები, ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავს გვირგვინით შეამკობენ.

9 მაისს, 11:00 საათზე, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მუშაობით დაინტერესებული ახალგაზრდების მონაწილეობით, პარლამენტის პლენარული სხდომის მოდელირება გაიმართება. ღონისძიებას პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი გახსნის.

პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

9 მაისს 11:00 საათზე, HUB Georgia-ს ოფისში რუსეთის მიერ ეკონომიკური ექსპანსიისა და ქვეყნის ლოიალური პოლიტიკის საკითხებზე HUB Georgia-ს გამგეობის წევრი ლაშა ფარულავა და ექსპერტი მაია კაციტაძე პრესკონფერენციას გამართავენ.

მის: ვეკუას ქ.N3, ბიზნეს ცენტრი „Pirimze Plaza” IV სართული.

საკონტაქტო : მაია კაციტაძე 599808833 ლაშა ფარულავა 577148118

9 მაისს, 13:00 საათზე, ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართება. ცესკოს პრესსპიკერი ანა მიქელაძე წარმოადგენს ინფორმაციას ხმის ელექტრონული დათვლის საპილოტე პროექტთან დაკავშირებით, რომელიც 19 მაისს გასამართ საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე (ტყიბულში 4 საარჩევნო უბანზე და წყალტუბოში 4 საარჩევნო უბანზე) განხორციელდება.

მის: დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კილომეტრი, ცესკოს ადმინისტრაციული შენობა.

9 მაისს, 14:00 - 19:00 მდე, „კრეატივ კაუკაზუსი“ სასტუმრო „რუმსის“ საკონფერენციო დარბაზში - ლოლიტა (მე-3 სართული), უპასპინძლებს - “შემოქმედებითი კავკასიის რეგიონალურ კონფერენციას”. ღონისძიებას დაესწრება და გახსნის ფინეთის ელჩი საქართელოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში.

საკონტაქტო: 555 982810 - ელენე

9 მაისს 15:00 საათზე, „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლადო კახაძე მთაწმინდის მოსახლეობას შეხვდება.

მის.: ზემო მთაწმინდა, სულხან საბას ბაღი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა