ფაშიზმზე გამარჯვებიდან 74 წელი შესრულდა

დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 74 წელი შესრულდა.

დიდ სამამულო ომში გამარჯვების დღე, თბილისში, ტრადიციულად, ვაკის პარკში აღინიშნება, სადაც როგორც უშუალოდ ომის ვეტერანები, ისე ხელისუფლების, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები თუ რიგითი მოქალაქეები მიდიან და უცნობი ჯარისკაცის საფლავზე ყვავილები მიაქვთ.

ვაკის პარკში საზოგადოების წარმომადგენლებმა შეკრება დილიდან დაიწყეს. ადგილზე დილიდანვე ელოდებიან ხელისუფლების პირველი პირების მისვლას.

ვეტერანები ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავთან დაკავშირებით სახელმწიფოსგან ფულად დახმარებას მიიღებენ. შესაბამისი განკარგულება პრემიერმა გამოსცა.

ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, 600 ლარის ოდენობით ერთჯერადად ფულად დახმარებას გასცემს საქართველოს რეგიონებში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის 300 ვეტერანისთვის, ხოლო, ომში დაღუპულთა ოჯახის 209 წევრისთვის- 300 ლარს. მათივე ინფორმაციით, მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ოჯახის წევრის ერთჯერადი დახმარება გაიცემა მხოლოდ ომში დაღუპული პირის მეუღლეზე, ან ბავშვობიდან შშმ პირ შვილზე, რომლებიც ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არიან რეგისტრირებულნი.

საქართველოს რეგიონებში რეგისტრირებული ვეტერანებისთვის ფულადი დახმარების გაცემას სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს, დედაქალაქში კი აღნიშნულ დახმარებას თბილისის მერია გასცემს.

აღსანიშნავია, რომ დღეს საქართველოს რამდენიმე ქალაქში ე.წ. უკვდავი პოლკისა და მისი კონტრაქციებიცაა დაგეგმილი.

იხილეთ ვიდეო: ფაშიზმზე გამარჯვებიდან 74 წელი გავიდა - ვაკის პარკში დილიდან ომის ვეტერანები, საზოგადოებისა და ხელისუფლების წარმომადგენლები იკრიბებიან

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა