ვაკის პარკში დილიდან ომის ვეტერანები, საზოგადოებისა და ხელისუფლების წარმომადგენლები იკრიბებიან

ვაკის პარკში ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით დილიდან ომის ვეტერანები, საზოგადოებისა და ხელისუფლების წარმომადგენლები იკრიბებიან და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.

უცნობი ჯარისკაცის საფლავთან შეკრებილ ვეტერანებს ფაშიზმის დამარცხების 74-ე წლისთავს ულოცავენ და აღნიშნავენ, რომ საქართველომ ამ მსოფლიო საფრთხესთან ბრძოლაში ასეულ ათასობით მებრძოლი დაკარგა, ომის ვეტერანებს კი განსაკუთრებული ყურადღება და მოფრთხილება სჭირდებათ.

ვაკის პარკში გამართულ ღონისძიებაზე მერიის ბიჭუნათა კაპელა, ორკესტრი ბიგ ბენდი და თავდაცვის ორკესტრი მეორე მსოფლიო ომისდროინდელ მარშებს ასრულებენ.

პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, წელს პირველად ომის ვეტერანებს 600 ლარი, ხოლო მარჩენალდაკარგულებს 300 ლარი გადაეცემათ.

ამ დროისათვის საქართველოს რეგიონებში 300, ხოლო თბილისში 190 ვეტერანია რეგისტრირებული.

1945 წლის 8 მაისს, ფაშისტურმა გერმანიამ ყველა ფრონტზე უსიტყვო კაპიტულაცია გამოაცხადა, მსოფლიოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე 8-9 მაისს აღინიშნება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა