10 მაისს GWP კანდელაკის ქუჩაზე ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს განახორციელებს

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაურმა” კანდელაკის ქუჩაზე 3 კმ სიგრძის მაგისტრალური წყალსადენი სრულად განაახლა. წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით, ახალ სისტემაზე თანამედროვე სტანდარტის ინფრასტრუქტურული ელემენტები დაამონტაჟა. აღნიშნულ ინფორმაციას GWP ავრცელებს.

კომპანია ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს ხვალ, 10 მაისს განახორციელებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 10 მაისს დილის 10:00 საათიდან 11 მაისის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: კანდელაკის და ბუდაპეშტის ქუჩების ნაწილს, ასათიანის და მიმდებარე ქუჩებს, ალ.ყაზბეგის და ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილს.

სამუშაოების მიმდინარეობისას კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge”, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა