პრემიერი მაჩალიკაშვილის საქმეზე - ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, ფაქტი არის ერთი რამ - უსაფრთხოების სამსახურმა შეძლო ძალიან მძიმე დანაშაულის პრევენცია

როგორც რიგითმა მოქალაქემ, მე დავინახე, რომ ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურმა შეძლო უმძიმესი დანაშაულის პერევენცია და მადლობა მათ ამისთვის,- ამის შესახებ პრემიერმა მამუკა ბახტაძემ დღეს, ჟურნალისტებს მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით განუცხადა.

ჟურნალისტების კითხვაზე, სუს-ის მიერ მკვლელობის ორგანიზების თაობაზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, უნდა ველოდოთ თუ არა მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკავებას, ბახტაძემ უპასუხა, რომ პროკურატურა სწავლობს მტკიცებულებებს, რასაც მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი ნაბიჯები.

„პროკურატურას აქვს თავისი პროცედურები, მათ გააკეთეს განცხადება, რომ ისინი სწავლობენ მტკიცებულებებს და ამას მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები და ნაბიჯები. ჩვენ უნდა დაველოდოთ მათ და შევხედოთ მოვლენების განვითარებას. ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, ფაქტი არის ერთი რამ - უსაფრთხოების სამსახურმა შეძლო ძალიან მძიმე დანაშაულის პრევენცია, -“ განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო