ვენესუელას პარლამენტის ვიცე-სპიკერი დააკავეს

ვენესუელის ოპოზიციის ლიდერის ხუან გუაიდოს მოადგილე დააკავეს. „ბიბისის“ ცნობით, ედგარ ზამბრანო ქვეყნის დაზვერვის სამსახურმა აიყვანა.

ზამბრანო ეროვნული ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტია. როდესაც მას ძალოვანი უწყების წარმომადგენლები მიუახლოვდნენ, მან უარი განაცხადა ავტომობილიდან გადასვლაზე, შედეგად საპყრობილემდე იგი თავის მანქანასთან ერთად ბუქსირით გადაიყვანეს.

როგორც თვითმხილველი „დემოკრატიული აქტივობის პარტიის“ ლიდერი კარლოს პროსპერი აცხადებს, იგი ზამბრანოსთან ერთად კარაკასში შეხვედრაზე იმყოფებოდა, მისი თქმით, სავარაუდოდ, პარლამენტის ვიცე-სპიკერი დედაქალაქის ცენტრში მდებარე ციხეში გადაიყვანეს.

„ჩვენ არ ვიცით არაფერი მისი ფიზიკური მდგომარეობის შესახებ, არც ის ვიცით რა ხდება მის თავს ამჟამად“, - განაცხადა პროსპერიმ.

თავად ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო მომხდარს „ტვიტერის“ გვერდზე გამოეხმაურა და მას აბსურდი უწოდა.

შეგახსენებთ, ზამბრანო მას შემდეგ დააკავეს, რაც უზენაესმა სასამართლომ ზამბრანო და ეროვნული ასამბლეის ექვსი დეპუტატი ქვეყნის ღალატში დაადანაშაულა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა