მამუკა ბახტაძე სამთავრობო ცვლილებებსა და პრემიერად გიორგი გახარიას დანიშვნის შესახებ კითხვაზე - რაც მთავრობაში ვარ, მას შემდეგ მესმის მსგავსი ჭორები

რაც მე მთავრობაში ვარ, იმის შემდეგ მესმის მსგავსი ჭორები,- ასე უპასუხა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტების კითხვას, იგეგმება თუ არა სამთავრობო ცვლილებები და მათ შორის პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარიას დანიშვნა.

მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ ამაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გააკეთებს. ამასთან, პრემიერმა უახლოეს მომავალში სამთავრობო ცვლილებები გამორიცხა.

"რაც მე მთავრობაში ვარ, იმის შემდეგ მესმის მსგავსი ჭორები და სერიოზულ კომენტარს ასეთ საკითხებზე ვერ გავაკეთებ. მე არაერთხელ განვაცხადე, თუ რითი ვხელმძღვანელობთ ჩვენ, როდესაც მთავრობის ესა თუ ის წევრი იცვლება. ჩვენ ვართ ერთი პოლიტიკური გუნდი, წარდგენილი გვაქვს ერთიანი სამთავრობო გეგმა, რომელსაც სჭირდება შესრულება და კონკრეტული შედეგების მიტანა ჩვენს მოქალაქეებამდე. ამოცანები არის საკმაოდ რთული. ეს მოითხოვს ძალიან მაღალი ხარისხის მენეჯმენტს, გუნდურ სულისკვეთებას და ჩვენ ეს გვაქვს. აქედან გამომდინარე, თუ მსგავსი სამთავრობო ცვლილება დაიგეგმება, თქვენ იქნებით პირველი, ვინც ამის შესახებ შეიტყობთ. ამ ეტაპზე მე გიდასტურებთ, რომ აქ მსგავსი არაფერი იგეგმება,"- განაცხადა ბახტაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო