დავით ბაქრაძე სუს-ის ინფორმაციაზე - თუ ასეთი მძიმე უბედურება აიცილა თავიდან სახელმწიფომ, მაშინ რატომ არ დგამს შესაბამის ნაბიჯებს?

თუ ასეთი მძიმე უბედურება აიცილა თავიდან სახელმწიფომ, მაშინ რატომ არ დგამს შესაბამის ნაბიჯებს? - ასე გამოეხმაურა ფრაქცია ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქრაძე სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერს.

დავით ბაქრაძის თქმით, რაც არ უნდა ჩაიდინოს მალხაზ მაჩალიკაშვილმა, ეს არ ამართლებს სახელმწიფოს იმ სპეცოპერაციის წინაშე, რომელსაც მისი შვილის დაღუპვა მოყვა.

ფრაქცია "ევროპული საქართველოს" ლიდერი ხელისუფლებას რეაგირებისა და სამართლიანობისკენ მოუწოდებს.

„რა თქმა უნდა, ცალსახად მინდა აღვნიშნო, რომ ტერორიზმი და ადამიანების ლიკვიდაცია-მკვლელობა ეს არის უმძიმესი დანაშაული, რომელზეც სახელმწიფომ და ხელისუფლებამ უნდა გადადგეს შესაბამისი ნაბიჯები, მაგრამ ცალსახად მინდა აღვნიშნო, რაც არ უნდა ჩაიდინოს ვახა მაჩალიკაშვილმა, ეს არ ამართლებს სახელმწიფოს იმ სპეცოპერაციის წინაშე, რომელსაც მოყვა მისი შვილის დაღუპვა. აუცილებელია ჩატარდეს სრულფასოვანი გამოძიება და პასუხი გაეცეს იმას თუ რა მოხდა პანკისში. რა თქმა უნდა, სრულიად ბუნებრივ კითხვებს აჩენს, თუ ასეთი მძიმე უბედურება აიცილა თავიდან სახელმწიფომ, მაშინ რატომ არ დგამს შესაბამის ნაბიჯებს? ამ საქმეში ბევრი კითხვის ნიშანია და ვფიქრობ, ხელისუფლებას მოუწევს ამ საქმეში ძალიან ყურადღებით და ფრთხილად მოქცევა იმისათვის, რომ დაარწმუნოს საზოგადოება, რომ ის მოქმედებს სამართლიანად და კანონის შესაბამისად", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა