კახა კალაძემ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო

დედაქალაქის მერმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო და ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილების გვირგვინით შეამკო. კახა კალაძემ ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა და მათ დიდხანს სიცოცხლე უსურვა.

„მინდა მოგილოცოთ ფაშიზმზე გამარჯვების დღე, განსაკუთრებით მინდა მივულოცო ჩვენს ომის ვეტერანებს, რომლებმაც თავიანთი გმირობის და თავგანწირვის ფასად მეორე მსოფლიო ომის დროს კაცობრიობა იხსნეს ფაშიზმისგან. 74 წელი გავიდა მას შემდეგ და სამწუხარო ის არის, რომ ყოველწლიურად ჩვენი ვეტერანები გვაკლდებიან. მე მინდა, მათ პირველ რიგში, ჯანმრთელობა, დიდხანს სიცოცხლე და სიძლიერე ვუსურვო. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს“, - განაცხადა კალძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა