კახა კალაძის ცინიკური პასუხი ჟურნალისტებს - დიახ, მგონია, რომ ყველა საქველმოქმედო ღონისძიება, რაც კი  ბიძინა ივანიშვილს ჩაუტარებია, საარჩევნო მოსყიდვა იყო

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მიერ გამოქვეყნებულ კვლევას, სადაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიერ საარჩევნო მოსყიდვაზეა საუბარი, თბილისის მერი ეხმაურება. ამ საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას კახა კალაძემ ირონიულად უპასუხა: „ყველა საქველმოქმედო ღონისძიება, რაც ბიძინა ივანიშვილს ჩაუტარებია, საარჩევნო მოსყიდვა იყო“.

„დიახ, მე მგონია, რომ ნამდვილად მოსყიდვა იყო. ყველა საქველმოქმედო ღონისძიება, რაც კი ჩაუტარებია ბიძინა ივანიშვილს, ეს იყო საარჩევნო მოსყიდვა. ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილს საქველმოქმედო ღონისძიებები, რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში აქვს გაკეთებული, ეს იყო პარტიული მოსყიდვა", - განაცხადა კახა კალაძემ.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საარჩევნო საინფორმაციო ბიულეტენში 2019 წლის 19 მაისის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების მონიტორინგის შედეგებია წარმოდგენილი, სადაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის შესახებ არის საუბარი.

საია-ს მიერ გავრცელებულ მასალაში გამოყოფილია „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ამომრჩევლის მოსყიდვის სავარაუდო შემთხვევები. კერძოდ, მსგავს ფაქტად საია-მ მიიჩნია ივანიშვილის მიერ 11 აპრილს პატრიარქისთვის დაპირება ფონდი „ქართუს“ მხრიდან სამების ტაძრის მოხატვის სრულად დააფინანსებაზე; მეორე შემთხვევად კი არასამთავრობო ორგანიზაციამ ივანიშვილის მიერ 29 მარტს სოფელ ხიბულაში ადგილობრივი მოსახლეობისთვის დაპირება გამოყო, რომელიც გაზიფიცირებისა და წყლის საკითხის მოგვარებას ეხებოდა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს