დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ განაცხადა. ამჟამად სანქციები ირანის ინდუსტრიული მეტალის სექტორს შეეხება.

„დღევანდელი გადაწყვეტილების სამიზნეს ინდუსტრიული მეტალის ექსპორტიდან ირანის მიერ მიღებული შემოსავლები წარმოადგენს, რომელზეც ექსპორტის მთლიანი მოცულობის 10 პროცენტი მოდის“, - წერია ტრამპის განცხადებაში.

გარდა ამისა, თეთრი სახლის ლიდერი სხვა ქვეყნებს აფრთხილებს, თუ ირანული ფოლადი და სხვა რომელიმე მეტალი მათ პორტებში მოხვდება, აშშ ამას მათ არ აპატიებს.

შეგახსენებთ, რომ ვიდრე ტრამპის განცხადება გავრცელდებოდა, თეთრი სახლის წარმომადგენელმა ევროპის ქვეყნები გააფრთხილა შეწყვიტონ ირანის ისლამურ სახელმწიფოში ბიზნესის კეთება. ვაშინგტონმა ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გასვლა გასულ წელს გადაწყვიტა, რის შემდეგაც თეირანს ეკონომიკური სანციები განუახლდა.

იხილეთ ვიდეო: დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ განაცხადა

ვანო მაჭავარიანი - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია კოალიციური მმართველობის რაღაც ფორმაზე არ შეთანხმდნენ, ეს საქართველოსთვის უკეთესი პერსპექტივის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2020
„ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ქეთი თურაზაშვილი - დღევანდელი დისტანციური სწავლება თავის მოტყუებაა
საახალწლო შეთავაზება მრავალფუნქციური კომპლექსისგან "მოედანი"
ზოომარტი ექსკლუზიურად Wolt-ზე
თანამედროვე, მარტივი და უსაფრთხო ახალი ინტერნეტბანკინგი "პროკრედიტ ბანკის" მომხმარებლებისთვის