„უკვდავი პოლკის“ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი - სამწუხაროდ, არავინ გვაფინანსებს და არც პუტინის ინტერესებს ვატარებთ

„უკვდავი პოლკის“ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გულბაათ რცხილაძე ამბობს, რომ დღევანდელი მათი აქცია აპოლიტიკურია. მისი თქმით, აქციის მონაწილეები ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავენ და პატივს მიაგებენ იმ გმირებს, ვინც ამ გამარჯვების შემოქმედი იყო.

„ქართველებს ჰყავს გმირები, ვინც შეეწირა ბოროტებასთან, ფაშიზმთან ბრძოლას. სამწუხაროდ, 9 მაისი დღეს ცოტა მივიწყებულია და ამ თარიღის გაცოცხლება გვინდა", - აღნიშნა გულბაათ რცხილაძემ.

კითხვაზე, ატარებს თუ არა მისი ორგანიზაცია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ინტერესებს და არიან თუ არა ისინი კრემლის ინტერესების გამტარებლები, რცხილაძე ამბობს, რომ ეს ასე არაა.

„სამწუხაროდ, არავინ არ გვაფინანსებს და არც პუტინის ინტერესებს ვატარებთ", - აღნიშნა რცხილაძემ.

რაც შეეხება აქციაზე საბჭოთა სიმბოლიკის შესაძლო გამოყენებას, ის ამბობს, რომ ამ მხრივ ქვეყანა ფსიქოზის მდგომარეობაშია.

„პადოშას " მიერ ინიცირებული კანონით ცხოვრობს ქვეყანა", - აღნიშნა გულბაათ რცხილაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს