გიორგი შენგელია - ზუგდიდი მშვიდობის ქალაქია, ზუგდიდი ევროპული ქალაქია თავისი წარსულით და მომავლით

ზუგდიდში ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემია დაფუძნდა. პრემიის პირველი დაჯილდოების ცერემონიალს “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან და ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ერთად დაესწრო.

„ზუგდიდი მშვიდობის ქალაქია. დღეს აქ ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემია დაფუძნდა. ზუგდიდი ნამდვილად არის ევროპული ქალაქი თავისი წარსულით და მომავლით. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბერტა და არტურ ფონ ზუტნერების ზუგდიდში გატარებული წლები, მათი კავშირი და ურთიერთობა დადიანების ოჯახთან. მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა ზუგდიდში, ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის მშვიდობის პრემიის პირველი მფლობელის გამოვლენა, ვულოცავ ნინო კალანდარიშვილს ამ წარმატებას. ბერტა ფონ ზუტნერის პრემიის ფლობა უდიდესი პასუხისმგებლობაა და დიდი დატვირთვაც აქვს, ვინაიდან, ჩვენ ყველაზე მეტად გვჭირდება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება და ჩვენს აფხაზ და ოს და-ძმებთან ერთად მშვიდობიანი თანაცხოვრება”,- განაცხადა გიორგი შენგელიამ.

დაჯილდოების ცერემონიალი ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა. პრემია ყოველწლიური იქნება და ის მშვიდობის დარგში მოღვაწე ადამიანებს გადაეცემა.

ალექსეი მალაშენკო - ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოს არჩევნებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში არაფერი შეიცვლება, ამიტომ, კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2020
ზაალ ანჯაფარიძე - შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები, რაც გამოწვეულია რამდენიმე გარემოებით
დეველოპერული კომპანია "ბლოქსი" მომხმარებლებს ბინებზე გრანდიოზულ ფასდაკლებას სთავაზობს
სადაზღვევო კომპანია "ბენეფიტსი" მცირე და საშუალო ბიზნესკომპანიებს სპეციალურ პირობებს სთავაზობს
FDA-იმ IQOS-თან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო და კომპანიის მარკეტინგის უფლება მისცა  (R)
„ალიანს ჯგუფი“ BDO-სთან პარტნიორობით SAP Business One-ს ნერგავს
გაზელ ფაინენსის ინვესტიცია სანიორეს მეღვინეობაში, ნაფარეულის მიკროზონაში ვენახების მფლობელ კომპანიაში
„თბილღვინო“ განაგრძობს საკუთარი ვენახების განვითარებას