ირაკლი კობახიძე - პატივი უნდა მივაგოთ იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლას თავი შესწირეს

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილების გვირგვინით შეამკო და ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.

„ფაშიზმი იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბოროტება მსოფლიოს ისტორიაში. დღეს აღინიშნება ფაშიზმზე გამარჯვების დღე და რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს დღე უნდა მივულოცოთ ჩვენს ვეტერანებს, ჩვენს გმირებს. პატივი უნდა მივაგოთ იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც თავი შესწირეს ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლას,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა