„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ - აზერბაიჯანული კომპანიების წინააღმდეგ კამპანიის აგორების მცდელობა ორი ქვეყნის ურთიერთობის პროცესში ნეგატიური იქნება

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში“ ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებსა და საინფორმაციო სივრცეში აზერბაიჯანული კომპანიების წინააღმდეგ არსებულ ხედვებს ეხმაურებიან და აღნიშნავენ, რომ მსგავსი კამპანიის აგორების მცდელობა ორი ქვეყნის ურთიერთობის პროცესში ნეგატიური იქნება. ამასთან დაკავშირებით „საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აზერბაიჯანისა და საქართველოს ბიზნესწრეების თანამშრომლობა, მათი მეგობრული თანაცხოვრების მსგავსად, სამაგალითოა.

„მსგავსი მცდელობები მხოლოდ ნეგატიური შედეგის მომტანი იქნება და დააზიანებს მეზობელ ქვეყნებთან ეკონომიკური და ბიზნეს ურთიერთობის შემდგომ განვითარებას. ეს კი, თავის მხრივ, როგორც საქართველოს, ასევე აზერბაიჯანის ბიზნესკომპანიების გლობალური კონკურენტუნარიანობისა და ქვეყნების მდგრადი განვითარებისათვის აუცილებელი პირობაა.

ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებელი ისტორიის განმავლობაში, აზერბაიჯანისა და საქართველოს ბიზნესწრეების თანამშრომლობა, ისევე როგორც ამ ორი ერის მშვიდობიანი და მეგობრული თანაცხოვრება, ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და სამაგალითოა.

ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ ჩვენი საზოგადოება ამჯერადაც არ აჰყვა ჩვენი ქვეყნების არაკეთილმოსურნეთა მცდელობას და ღრმად გვწამს, რომ არც მომავალში ექნება მსგავს მცდელობებს წარმატების შანსი,“ - ნათქვამია „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე