ამერიკელი სომელიეები ქართულ ღვინოს კახეთში ეცნობიან

ამერიკელი სომელიეები და ღვინის იმპორტიორები ქართულ ღვინოს კახეთში ეცნობიან,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" „ღვინის ეროვნული სააგენტოდან“ აცნობეს.

სააგენტოს განმარტებით, ღვინის პროფესიონალების ჯგუფს ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „მარქ ენერჯის“ დირექტორი ჯული პეტერსონი ხელმძღვანელობს.

სტუმრები კახეთში რამდენიმე ღვინის მარანს ესტუმრნენ, წინანდალში ასევე დეგუსტაციაც გაიმართა, სადაც მათ 15 კომპანიის ღვინის გაცნობისა და შეფასების შესაძლებლობა მიეცათ. ჯული პეტერსონის განცხადებით, ამერიკაში ქართული ღვინისადმი ინტერესი მზარდია.

„წელს ჩვენი ვიზიტორების ჯგუფში რვა სომელიე, რესტორნის მფლობელი და იმპორტიორია, რომელთა აქ ჩამოსვლაც აშშ-ში ქართული ღვინისადმი მზარდმა ინტერესმა განაპირობა. ჩვენ “ზერო კომპრომაისზე” და “ახალი ღვინის ფესტივალზე” დასასწრებად ჩამოვედით, ასევე კახეთისა და დასავლეთ საქართველოს დასათვალიერებლად, რათა ქართული ღვინის მრავალფეროვნებას კარგად გავეცნოთ. საინტერესოა როგორც ხარისხის განვითარების, ასევე ქართული ღვინის მრავალფეროვნების გაცნობა“, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, მიმდინარე კვირაში საქართველოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ღვინის 70-მდე პროფესიონალი სტუმრობს, რომლებიც 10 მაისს დაგეგმილ ბუნებრივი ღვინის ფესტივალს „,ზერო კომპრომაისი’’ და 11 მაისს დაგეგმილ „ახალი ღვინის ფესტივალს“ დაესწრებიან. ღვინის მაგისტრები, სომელეები, ღვინის იმპორტიორები, ღვინის მწერლები, ბლოგერები და მედიის წარმომადგენლები საქართველოს მსოფლიოს 13 ქვეყნიდან ეწვივნენ. ფესტივალებზე დასწრების პარალელურად, სტუმრები ქართული ღვინის მწარმოებელ მარნებსა და კომპანიებს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ეცნობიან.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს