ირაკლი კობახიძე - მეც თსუ-ის პროფესორი ვარ და მიხარია, რომ ნინო გვენეტაძე იქნება ჩემი კოლეგა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უზენაესი სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს ნინო გვენეტაძეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილედ დანიშვნას ულოცავს. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციის განცხადებები, რომ გვენეტაძემ ეს თანამდებობა დუმილის სანაცვლოდ მიიღო, არის სპეკულაცია.

„მე მინდა ნინო გვენეტაძეს მივულოცო. ეს არის ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი თანამდებობა. მეც თსუ-ის პროფესორი გახლავართ და მიხარია, რომ ის იქნება ჩემი კოლეგა. აქედან გამომდინარე მთელი სულით და გულით ვულოცავ ამ თანამდებობის დაკავებას.

ოპოზიციის განცხადებები არის სპეკულაცია, რაც მოსალოდნელი იყო. ოპოზიცია ყოველთვის სპეკულირებს ასეთ საკითხებზე და არავის გაკვირვებია, ბუნებრივია,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, ხოდციელდებოდა თუ არა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ე.წ. კლანის წევრების მხრიდან ნინო გვენეტაძეზე ზეწოლა, კობახიძემ უპასუხა, რომ ნინო გვენეტაძემაც ის გადაწყვეტილება მიიღო „რუსთავი 2“-ის საქმეზე, რაც დანარჩენმა 8 მოსამართლემ.

„მე ნინო გვენეტაძეც „კლანის“ წევრი მეგონა, იმიტომ, რომ „რუსთავი 2“ -თან დაკავშირებით მიიღო იგივე გადაწყვეტილება, რაც დანარჩენმა 8 მოსამართლემ. „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო უზენაესი სასამართლოს 9 მოსამართლემ. თქვენ გახსოვთ, რომ ვენეციის კომისიამ ამ 9 მოსამართლიდან 8 მოსამართლეს უვადოდ დანიშვნის გადაწყვეტილებას რეკომენდაცია გაუწია. არანაირი კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიიღო 9 მოსამართლემ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება, არ არსებობს. მათ მიიღეს ის გადაწყვეტილება, რაც ისედაც ყველამ ვიცოდით. „ნაციონალურმა მოძრაობამ" თავის დროზე ყაჩაღურად მიითვისა „რუსთავი 2“, ისევე როგორც „იმედი“ და „საზოგადოებრივი მაუწყებელი“. „რუსთავი 2“ დღემდე რჩება სააკაშვილის საკუთრებაში,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო