შსს-მ ვაკის პარკთან მიმდინარე აქციაზე კიდევ ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკის პარკთან მიმდინარე აქციაზე კიდევ ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შსს-ს თანამშრომლებმა ვაკის პარკში, 9 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კონტრაქციის წევრი, 1975 წელს დაბადებული კ.კ დააკავეს.

„აღნიშნული პირი შეეცადა, განსხვავებული პოზიციის წარმომადგენლებისთვის დროშის ტარით მიეყენებინა დაზიანება, რა დროსაც პოლიციამ ის ადგილზე დააკავა.

კ.კ დაკავებულია წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის დაუმორჩილებლობის ფაქტზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით“, - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მანამდე, ვაკის პარკთან მიმდინარე აქციაზე ორი პირი დააკავეს. ერთი საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენების გამოა დაკავებული, მეორე კი, ხულიგნობის ბრალდებით.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა