საზღვაო აკადემიის სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, საზღვაო სეზონზე მაშველის პოზიციაზე დასაქმდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომლის საფუძველზეც, საზღვაო აკადემიის სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, წლევანდელ საზღვაო სეზონზე სეზონური მაშველის პოზიციაზე დასაქმდნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლევან ღირსიაშვილმა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორმა, ირაკლი შარაბიძემ მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ, მხარეები საზღვაო აკადემიის სტუდენტებს შეხვდნენ.

ლევან ღირსიაშვილმა ახალგაზრდებს სამსახურის სტრუქტურა და ფუნქციები გააცნო. იგი სტუდენტებს დაგეგმილ სიახლეებსა და იმ შესაძლებლობებზე ესაუბრა, რომლებსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მათ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში სთავაზობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, სეზონური მაშველის პოზიციის დაკავების მსურველი ახალგაზრდები სპეციალურ მომზადებას გაივლიან და მაშველისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს გამოიმუშავებენ. ასევე, მათ ჩაუტარდებათ პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევისთვის საჭირო კურსი, რის შემდეგაც ანაზღაურებად სამსახურს მიიღებენ.

ამასთანავე, წელს, პირველად, აკადემიის სტუდენტ გოგონებს ეძლევათ შანსი, ხელშეკრულებით დასაქმდნენ წყალზე მაშველის პოზიციაზე, გრძელვადიანი თანამშრომლობის პერსპექტივით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა