მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში მისვლაზე - რასაც ჩემი ორი იურისტი მეტყვის, ისე მოვიქცევი

მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, სუს-ში ის დღეს გამოკითხვაზე 15:00 საათზე დაიბარეს და მისი ორი იურისტი რასაც ურჩევს, ისე იმოქმედებს. აღნიშნული კომენტარი მაჩალიკაშვილა ჟურნალისტებთან მას შემდეგ გააკეთა, რაც სუს-ის წარმომადგენლებმა პარლამენტის ტერიტორია დატოვეს.

„დღეს სუს-იდან მოვიდა წარმომადგენელი და მითხრა, რომ დღეს, 15:00 საათზე უნდა მოხვიდეთ დაკითხვაზეო. მე ვკითხე, შეიძლება ჩემს იურისტებს დაველაპარაკო-მეთქი?! რამდენადაც ვიცი, ხვალ, 15:00 საათისთვის ვიყავი დაბარებული. ამ წუთას დაველაპარაკები იურისტებს და შემდეგ გიპასუხებთ. მათ მაშინვე მოაწრეს ხელი, რომ ეს ადამიანი თანახმა არ არის დაკითხვაზე გამოგვყვესო და წავიდნენ. ჩემს პასუხს არ დაელოდნენ. ჩემი გადაწყვეტილება არის ისეთი, რასაც ჩემი ორი იურისტი მეტყვის, ისე მოვიქცევი", - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

ცოტა ხნის წინ, პარლამენტის წინ მალხაზ მაჩალიკაშვილთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ.როგორც სუს-ის წარმომადგენელმა მალხაზ მაჩალიკაშვილს განუცხადა, დღეს იგი 15:00 საათზე სუს-ში უნდა გამოცხადეეს, ამასთან სთხოვეს, რომ გამოცხადების უწყება ჩაებარებინა და ხელი მოეწერა. მალხაზ მაჩალიკაშვილმა კი უწყებას არც ხელი მოაწერა და არც ჩაიბარა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა