სალომე ზურაბიშვილმა ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკო

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკო.

პრეზიდენტმა ვეტერანებს დღევანდელი გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ 9 მაისი ყველა იმ ქართველის პატივისცემის დღეა, ვინც მეორე მსოფლიო ომში დაიღუპა, განურჩევლად იმისა, ვის მხარეს იბრძოდა.

“ყველა ვეტერანს, ვინც ცოცხალია, მინდა იმდროინდელი გამარჯვება მივულოცო. სადაც არ უნდა ყოფილიყვნენ - გერმანელებთან ტყვედ ჩავარდნილი თუ ემიგრანტები, რომლებიც თავიანთი გაგებით, საბჭოთა დამპყრობლების წინააღმდეგ იბრძოდნენ, ყველა საქართველოსთვის დაიღუპა. მინდა, მათი ხსოვნა და პატივისცემა იყოს დღეს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 74 წელი შესრულდა.

იხილეთ ვიდეო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს