საკრებულოს თავმჯდომარემ, დეპუტატებთან ერთად, უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, საკრებულოს დეპუტატებთან ერთად, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგო.

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, ტყემალაძემ და საკრებულოს წევრებმა ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკეს. საკრებულოს თავმჯდომარემ ომის ვეტერანებს ჯანმრთელობა უსურვა და დღევანდელი დღე მიულოცა.

„ფასდაუდებელია ომის ვეტერანების ღვაწლი სამშობლოს წინაშე. სწორედ მათი თავგანწირვის შედეგად მოვიპოვეთ გამარჯვება. ყველაზე დიდი მსხვერპლი სწორედ ქართველებს შორის იყო. მინდა, განსაკუთრებული სითბოთი მივულოცო ჩვენს ვეტერანებს დღევანდელი დღე და მათ დღეგრძელობა ვუსურვო. ჩვენ არასდროს დავივიწყებთ მათ ღვაწლს სამშობლოს წინაშე,- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო