The Financial Times-ის გამოცემა FDi Magazine საქართველოზე - ქვეყანა, რომლის ეკონომიკა სოლიდური ტემპით იზრდება და მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგის ათეულშია

მე მჯერა, რომ ახალი მთავრობა იგივე გზას გააგრძელებს და გაძლიერდება ინსტიტუციები, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა The Financial Times-ის ჯგუფში შემავალი გამოცემა – FDi Magazine -თან ინტერვიუში განაცხადა.

მინისტრის თქმით, საქართველოს საერთაშორისო რეიტინგებში დაწინაურება აჩვენებს, რომ „ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმები ნაყოფიერია“.

„IMF-ის მიხედვით, საქართველო რეგიონის ქვეყნებთან შედარებით უფრო მეტად გაიზრდება, მიუხედავად იმისა, რომ როგორც იცით, მათი უმეტესობა რესურსებით მდიდარი ქვეყნებია. ეს აჩვენებს, რომ ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმები ნაყოფიერია. მე მჯერა, რომ ახალი მთავრობა იგივე გზას გააგრძელებს და გაძლიერდება ინსტიტუციები. ბიზნესგარემო ინვესტორებისთვის საკმაოდ მიმზიდველია და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მამოძრავებელია ტურიზმთან ერთად. იმედი მაქვს, რომ საქართველო ამ გზას შეინარჩუნებს და უფრო ძლიერ და მდგრადს გახდის დროთა განმავლობაში,“-განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, „ჩვენი ნომერ პირველი პრიორიტეტი ეკონომიკის დივერსიფიკაციაა“ და საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიკაცია ჩანს სავაჭრო პარტნიორ და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განმახორციელებელ ქვეყნებს შორის.

„ჩვენი ქვეყანა საკმაოდ დივერსიფიცირებულია და თუ შევხედავთ სავაჭრო პარტნიორების კუთხით, საექსპორტო პროდუქტებისა და სექტორების მიხედვით, საკმაოდ კარგად არის დივერსიფიცირებული. ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ეკონომიკის დივერსიფიკაცია სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განმახორციელებელ ქვეყნებს შორის. ჩვენ არ ვართ დამოკიდებული კონკრეტულ ქვეყანაზე ან კონკრეტულ პროდუქტზე, რაც, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია,“-განაცხადა მაჭავარიანმა.

ამასთან, ინტერვიუში მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო მრავალი მიმართულებით „გახდება კერა“ და ამასთან ყურადღება დაანონსებულ განათლების რეფორმაზე გაამახვილა.

„ვიმედოვნებ, რომ სხვადასხვა საკითხში და მათ შორის, ელექტრომანქანებთან დაკავშირებითაც, საქართველო გახდება კერა, თუმცა, თუ მოისმინეთ საქართველოს ბოლო პერიოდის სიახლეები, პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა ძლიერი ინიციატივა განათლების მიმართულებით. ვფიქრობთ, რომ ამაზე უნდა იყოს ძირითადი აქცენტი გაკეთებული, რაც თავიდან აგვაცილებს იმ პრობლემას, რაც საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს გააჩნიათ,“-აღნიშნა მაჭავარიანმა.

რამაზ საყვარელიძე - არც ხელისუფლება ჰგავს პოლიტიკის დიდოსტატს და არც ოპოზიცია, ამიტომ არც ისე იწვიმებს, როგორც ისმის რევოლუციის ჭექა-ქუხილი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2019
ვაჟა ბერიძე - მთავარი არა საარჩევნო სისტემაა, არამედ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების და მეზობლების დამოკიდებულება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისადმი
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (იკაო) 75 წლისაა
ახალი შესაძლებლობა საცალოდ ვაჭრობის სფეროთი დაინტერესებულთათვის - საქართველოში ორმაგი აკრედიტაციის მქონე პროგრამა იწყება
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ჰოსპიტალური ბიზნესიდან გადის
გრძელვადიანი ბიუჯეტი – თბილისის მასშტაბური პროექტების დაცვა მმართველობის ცვლილებებისგან
2020 წელს საქართველოში ნარკოტიკზე, ალკოჰოლსა და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთათვის პირველი სარეაბილიტაციო სტაციონარის გახსნა იგეგმება
ენერგეტიკის გამოფენა და კონფერენცია “გლობალური ენერგეტიკული ტრენდები“ "ექსპოჯორჯიაში" გაიმართება
„ლექსუსი“ 2020 წლისთვის ქართველ მომხმარებელს განახლებულ Lexus GX460-ს სთავაზობს
"ლიბერთის" თანადგომა ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ - ,,რეჰაბს“