ცესკო - ხმის ელექტრონული დათვლის საპილოტე პროექტის შემდეგი ეტაპი 19 მაისს, წყალტუბოსა და ტყიბულში, საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის განხორციელდება

ხმის ელექტრონული დათვლის საპილოტე პროექტის შემდეგი ეტაპი წყალტუბოსა და ტყიბულში 8 საარჩევნო უბანზე საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის, მიმდინარე წლის 19 მაისს განხორციელდება, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ დღევანდელ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, საარჩევნო ადმინისტრაცია, აღნიშნული ინიციატივით მიზნად ისახავს თანამედროვე და წარმატებული საარჩევნო ტექნოლოგიების საქართველოს საარჩევნო პროცესში ეტაპობრივად ინტეგრირების შესაძლებლობის განხილვას.

„წარმოგიდგენთ ინფორმაციას 2019 წლის 19 მაისის არჩევნებზე რამდენიმე საარჩევნო უბანზე, საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ. ხმის ელექტრონული დათვლის საპილოტე პროექტის შემდეგი ეტაპი წყალტუბოსა და ტყიბულში 8 საარჩევნო უბანზე საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის, მიმდინარე წლის 19 მაისს განხორციელდება. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ელექტრონული ტექნოლოგიების საარჩევნო პროცესში გამოყენების პროექტი, ცესკოს მიერ, პირველად, 2018 წელს, შუალედურ არჩევნებზე, ცაიშის თემის 3 საარჩევნო უბანზე განხორციელდა. საარჩევნო ადმინისტრაცია 19 მაისს გასამართ საკრებულოების შუალედურ არჩევნებზე პროექტს მოდიფიცირებული სახით განახორციელებს, რომელშიც გათვალისწინებული იქნება წინა, 2018 წლის გამოცდილება და პრაქტიკაში გამოვლენილი საკითხები. ხმის ელექტრონული დათვლა კვლევის და უშუალოდ პროცესის შეფასების მიზნით ხორციელდება. საარჩევნო ადმინისტრაცია აღნიშნული ინიციატივით მიზნად ისახავს თანამედროვე და წარმატებული საარჩევნო ტექნოლოგიების საქართველოს საარჩევნო პროცესში ეტაპობრივად ინტეგრირების შესაძლებლობის განხილვას", - განაცხადა მიქელაძემ.

მისი თქმით, ხმის ელექტრონული დათვლის აპარატი განთავსებული იქნება საარჩევნო ყუთებზე და მას შემდეგ, რაც ამომრჩეველი ბიულეტენს განათავსებს ხმის დათვლის აპარატში, ელექტრონული მოწყობილობა ასკანერებს ბიულეტენს და შედეგებს ითვლის ავტომატურად.

„ელექტრონული ტექნოლოგიების პროექტის შესახებ, არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებისა და დიალოგის მიზნით, უკვე გაიმართა შეხვედრები, როგორც არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების, ისე ადგილობრივი დამკვირვებელი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

8 საარჩევნო უბანზე ხმის ელექტრონული დათვლის აპარატი განთავსებული იქნება საარჩევნო ყუთებზე. მას შემდეგ, რაც ამომრჩეველი ბიულეტენს განათავსებს ხმის დათვლის აპარატში, ელექტრონული მოწყობილობა ასკანერებს ბიულეტენს და შედეგებს ითვლის ავტომატურად. საბოლოო ჯამში, კენჭისყრის პროცესის დასრულებისთანავე უმოკლეს დროში ელექტრონულად დათვლილი წინასწარი შედეგების ინფორმაცია იქნება ცნობილი.

საპილოტე პროექტი საარჩევნო ტექნოლოგიებზე ორიენტირებული, კანადური საერთშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია “DELIAN”-ის მხარდაჭერით ხორციელდება", - განმარტა მიქელაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო