სამხრეთ კორეის სამხედრო სამსახურის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ ორი მოკლე რადიუსზე მოქმედი რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ ორი მოკლე რადიუსზე მოქმედი რაკეტა გაუშვა, - ამის შესახებ სამხრეთ კორეის სამხედრო სამსახური იტყობინება.

გავრცელებული ცნობით, რაკეტები ფხენიანის ჩრდილოეთით მდებარე ლოკაციიდან აღმოსავლეთის მიმართულებით გაუშვეს. ერთმა 420 კილომეტრის მანძილი დაფარა, მეორემ კი 270კმ.

ფხენიანმა რამდენიმე მოკლე რადიუსზე მოქმედი რაკეტა გასულ კვირასაც გამოსცადა.

შეგახსენებთ, ჩრდილოეთ კორეასა და აშშ-ის შორის კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების შესახებ თებერვლის მოლაპარაკებები ჩაიშალა. დღევანდელი შემთხვევა კი სამხრეთ კორეაში ჩრდილოეთ კორეის საკითებში აშშ-ის წარმომადგენლის ვიზიტის პარალელურად მოხდა. დიპლომატის ვიზიტის მიზანს ბირთვული მოლაპარაკებების ჩიხიდან გამოყვანის გზებზე მსჯელობა წარმოადგენს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო