პოლიციამ ვაკის პარკთან აქციებზე 5 პირი დააკავა, მოგვიანებით ისინი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

შსს-ს ინფორმაციით, ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აქციაზე და იქვე პარალელურად მიმდინარე კონტრაქციაზე, პოლიციამ 5 პირი დააკავა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს პრესსამსახურიდან აცნობეს, ხუთივე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დააკავა. ამასთან უწყების ცნობით პოლიციამ ასევე 1 პირი გააფრთხილა.

„პოლიციამ, ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი აქციის მონაწილე, 1958 წელს დაბადებული გ. ნ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავა, ხოლო, 1969 წელს დაბადებული თ. ფ., კომისიის გაფრთხილების მიუხედავად საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენების გამო, საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტიით“ გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის 174-ე 16 პრიმა მუხლით გამოავლინა და გაფრთხილება მისცა.

სამართალდამცველებმა, ასევე, კონტრაქციის 4 მონაწილე, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობისათვის დააკავეს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით: 1983 წელს დაბადებული გ. ო., 1975 წელს დაბადებული კ. კ., 1977 წელს დაბადებული ა. მ. და 1978 წელს დაბადებული გ.მ.

ამ დროისთვის ყველა დაკავებული ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლებულია.

მათ მიმართ გრძელდება ადმინისტრაციული საქმისწარმოება. საქმის მასალები, სამართალდამრღვევთა მიმართ შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელის დადების მიზნით, კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით, გადაიგზავნება საქალაქო სასამართლოში“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: პოლიციამ ვაკის პარკთან აქციებზე 5 პირი დააკავა, მოგვიანებით ისინი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა