დავით უსუფაშვილი - საქართველოში პრემიერ-მინისტრი არის გიორგი გახარია და არა მამუკა ბახტაძე

ის რაც დღეს ქვეყანაში ხდება, არის აბსურდის თეატრი - მე ვამბობ, რომ საქართველოში პრემიერ-მინისტრი არის გიორგი გახარია და არა მამუკა ბახტაძე, - აღნიშნული განცხადება „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა გააკეთა.

უსუფაშვილის თქმით, ამ მთავრობაში, ვისაც შეიძლება მინისტრი დაუძახო და ვინც თვითონ იღებს პოლიტიკურ გაწყვეტილებებს, არის გიორგი გახარია.

“ჯერ კიდევ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა გვითხრა აბსურდი: - ქობულია გადადგა პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებითო. ეს არის მორიგი დემონსტრირება იმისა, რომ ჩვენ არ გვყავს მთავრობა. მთავრობა, რომელსაც პარლამენტმა ფორმალურად ორი კვირის შუალედით ორჯერ გამოუცხადა ნდობა. როგორც ყველას გვახსოვს, ბოლო ჯერზე მთავრობის შეცვლის ცენტრალური საკითხები ეკონომიკა იყო. ახალ, ორჯერ ნდობაგამოცხადებულ მთავრობაში იყო ქობულიაც, რომელიც სპეციალურად ჩამოვიყვანეთ კვირიკაშვილის მიერ დანგრეული ეკონომიკის ასაყვავებლად. მან კი, დაამთავრა ისე, როგორც დაამთავრა და ახალი კონსტიტუციით საპარლამენტო მმართველობა განმტკიცებულ პარლამენტს კითხვაც კი არ უჩნდება - რა ხდება? მინიმუმ პარლამენტს ხომ უნდა უთხრან, რაში მდგომარეობდა მინისტრის ცუდი მუშაობა?! მე ვამბობ - საქართველოს პრემიერ-მინისტრი არის გახარია და არა - ბახტაძე! პრემიერ- მინისტრი მთავარ მინისტრს ნიშნავს. ერთადერთი, ვისაც ამ მთვარობაში შეიძლება მინისტრი დაუძახო, როგორც ჩანს, არის გახარია. გაიხსენეთ ბახტაძე-წულუკიანის შეტაკება. იქაც აბსურდი იყო - მინისტრმა გვითხრა: ორ კვირაში გადავდგები თუ რაღაცას არ დამიკმაყოფილებენო, ოღონდ რას - ამას არ გეტყვითო. ეს არის ქაოსი, რომელიც ქვეყნისათვის სახიფათოა და უკვე სერიოზულ ტრაგიკომიკურ შეფერილობას იღებს“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს