ჭიათურა-საჩხერის გზაზე, მთებს შორის მეწყერი ჩამოწვა, რამაც მდინარის დაგუბება გამოიწვია

ჭიათურა-საჩხერის გზაზე, მთებს შორის მეწყერი ჩამოწვა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, მეწყერმა ჩაკეტა ადგილზე არსებული მცირე ზომის მდინარე, რამაც წყლის დაგუბება წარმოშვა.

მათივე განმარტებით, ადგილზე მაშველები და გეოლოგები მუშაობენ. როგორც უწყებაში განმარტავენ, მოსახლეობის ევაკუაციის აუცილებლობა არ დგას, ვინაიდან ადგილი, სადაც მეწყერი ჩამოწვა, დასახლებული პუნქტისგან დაახლოებით 2 კილომეტრშია.

„მიწის მასის ჩამოშლის გამო დაგუბდა მდინარე, გაკეთდა ერთგვარი აუზი, თუმცა საშიშროებას არ წარმოადგენს. ადგილზე არიან სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და გეოლოგები. თბილისიდან გაემგზავნა ასევე, განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ჯგუფი. უნდა შეფასდეს სიტუაცია, უნდა მოხდეს შესწავლა, წარმოქმნილი აუზიდან წყალი როგორ შეიძლება დაიცალოს ისე, რომ რაიმე საფრთხე არ შექმნას. საპანიკო, საევაკუაციო არაფერი არ არის“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია