თაკო ჩარკვიანი -  თუ მალხაზ მაჩალიკაშვილს დააკავებენ,  კარვებს დაიკავებს ჩვენი პარტია

თუ მალხაზ მაჩალიკაშვილს დააკავებენ, ამ კარვებს დაიკავებს ჩვენი პარტია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „კანონი და სამართალის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, თაკო ჩარკვიანმა განუცხადა.

თაკო ჩარკვიანი, მიხეილ რამიშვილი და ირაკლი ღლონტი ამ წუთებში მალხაზ მაჩალიკაშვილთან მართავენ კონსულტაციებს. შეხვედრის დაწყებამდე, თაკო ჩარკვიანმა ასევე აღნიშნა, რომ ისინი მზად არიან, საჭიროების შემთხვევაში, მალხაზ მაჩალიკაშვილს იურიდიული დახმარებაც გაუწიონ.

„თუ მალხაზ მაჩალიკაშვილს დააკავებენ, დაიწყება დიდი საპროტესტო აქციები. ეს ხელისუფლება ჭაობში იძირება და ძირავს ქვეყანას. თუ მალხაზ მაჩალიკაშვილს დააკავებენ, ამ კარვებში შემოვალთ ჩვენ და არ გავჩერდებით. ამ ამბავს გაიგებს ყველა, მოვიყვანთ უცხოურ მედიასაშუალებებს, შევხდებით ელჩებს და აუცილებლად აღდგება სამართლიანობა", - აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო